თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ევროპული საქართველო - თბილისი“-ს წევრმა დავით ჟღენტმა საკრებულოში ბრიფინგი გამართა და თბილისის მერიის აუტისტური სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის პროგრამაზე ისაუბრა.
მისი თქმით, მართალია 2018 წლის თბილისის ბიუჯეტში ამ პროგრამისთვის გათვალისწინებული თანხა ნახევარი მილიონი ლარით გაიზარდა, მაგრამ ეს მაინც არ არის საკმარისი იმისთვის, რომ აღნიშნული პრობლემის მქონე ყველა ბავშვის დაკმაყოფილება მოხდეს. დავით ჟღენტი აცხადებს, რომ მომლოდინე რეჟიმში ამჟამად თბილისის მასშტაბით 100-ზე მეტი ბავშვია და საჭიროა პროგრამისთვის გათვალისწინებული თანხის გაზრდა. საკრებულოს წევრის თქმით, ფრაქციის წევრებს აქვთ საკუთარი მოსაზრებები, ბიუჯეტის რომელი მუხლებიდან შეიძლება აღნიშნული პროგრამისთვის თანხის გამოყოფა და ამ მოსაზრებას, დაინტერესების შემთხვევაში, თბილისის მერიას გააცნობენ.